კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსის - "იდეადრომის" გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. I ადგილზე გასულ გუნდს 5000, II-ზე გასულს - 3000, ხოლო III ადგილის მფლობელს 2000 ლარის ფულადი ჯილდო გადაეცა.
იდეის ვალიდაცია, პროტოტიპირება, ბიზნესმოდელის შექმნა, გუნდის მართვა, სტარტაპისთვის საჭირო ფინანსური თუ იურიდიული საკითხების გადაჭრა - ეს ის საკითხებია, რომლებიც მონაწილეებმა კონკურსის ფარგლებში შეისწავლეს.