29 ივნისი 2026,   13:42
ვრცლად
რუსეთის რამდენიმე რეგიონში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება შესაძლოა მიუთითებდეს, რუსეთის ხელმძღვანელობაში საფრთხის მზარდ შეგრძნებაზე - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება შესაძლოა მიუთითებდეს, რუსეთის ხელმძღვანელობაში საფრთხის მზარდ შეგრძნებაზე, რომელიც კრემლის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქებას უკავშირდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, 9 მაისისადმი მიძღვნილი აღლუმი, 6 რეგიონის 21 ქალაქში და ასევე ოკუპირებულ ყირიმში გაუქმდა.

გარდა ამისა, კრემლი ამ დღეს საზეიმო მიღებას არ გამართავს და მოსკოვში ზეიმი სავარაუდოდ, უფრო მცირე მასშტაბით გაიმართება.

 

დღის ამბები