30 ივნისი 2026,   20:35
ვრცლად
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

იაპონიაში, ისიკავის პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ძლიერმა ბიძგებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაანგრია, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა 20-ზე მეტი კი დაშავდა.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რეგიონში ძლიერი ბიძგების საფრთხე მომავალ კვირასაც გაგრძელდება.

დღის ამბები