30 ივნისი 2026,   23:24
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი  გამოფენა და წიგნის - "ქართულ-ბერძნული ხელნაწერი წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე, მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ცერცვაძე და კულტურის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები და საარქივო მასალა (V-XX სს.) საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ, კულტურულ და სამწიგნობრო ტრადიციას ასახავს, ხოლო წიგნი - "ქართულ-ბერძნული ხელნაწერი" XV საუკუნის უნიკალური ხელნაწერის ინტერდისციპლინურ კვლევას მოიცავს.

დღის ამბები