29 ივნისი 2026,   10:28
ვრცლად
ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შედეგად, ჩვენ გვაქვს გაძლიერებული შეიარაღება ჩვენი ჯარისკაცებისთვის ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შედეგად, უკრაინას აქვს გაძლიერებული შეიარაღება ჯარისკაცებისთვის - ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ნიდერლანდებიდან დაბრუნების შემდეგ, შეხვედრა გაიმართა, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიოს არა მხოლოდ სჯერა უკრაინის, არამედ ხედავს როგორ ძლიერდება მათი სახელმწიფო.

"დღეს, ვინარჩუნებთ საერთაშორისო მუშაობის ტემპსა და ძალას. დილით, ნიდერლანდებიდან დაბრუნების შემდეგ, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ მსოფლიოს არა მხოლოდ სჯერა უკრაინის, არამედ ხედავს როგორ ძლიერდება ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მშვიდობა დავამყაროთ უკრაინაში და აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარში, გაიმართა სამიტი ჩვენი "United24"-ს სახელმწიფო საქველმოქმედო პლატფორმის საიუბილეო თარიღისთვის. როდესაც ამ პლატფორმის მუშაობა გასულ მაისში დაიწყო, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო მსოფლიოს უბრალო ხალხის გაერთიანება, უკრაინისა და თავისუფლების დასაცავად. ასევე, დღეს გაიმართა შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან, BlackRock-ის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებთან. ახლა, როცა ამერიკასთან ერთად ვიბრძვით ტირანიის წინააღმდეგ, მივედით თანამშრომლობის ისეთ დონემდე, რომელიც არასოდეს ყოფილა უკრაინასა და აშშ-ს შორის. მაგრამ ეს არ არის ზღვარი. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიომ გაიგოს უკრაინის და დაეხმაროს უკრაინას. რადგან ჩვენი დახმარებით სამყარო თავს იცავს.
ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შედეგად, ჩვენ გვაქვს გაძლიერებული შეიარაღება ჩვენი ჯარისკაცებისთვის - ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში. მადლობას ვუხდი პარტნიორებს! მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დამარცხება და დასჯა ჩვენი ერთობლივი ამოცანაა" ,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები