14 სექტემბერი 2026,   02:24
ვრცლად
სიტყვა დახვრეტა ყველას ძალიან ცუდად მოხვდა, მაგრამ ამას მოჰყვა მკაფიო განმარტება და ამ ინტერპრეტაციის პირობებშიც კი 318-ე მუხლი არ არსებობს - ბექა ბასილაია

საბოტაჟი, საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციის შელახვა და დეოკუპაციის პოლიტიკის დაზიანება - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძის აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობს. პროკურატურა, პატიმრობას ითხოვს.

გიორგი ბარამიძის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბარამიძე განზრახ მოქმედებდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ:

"სიტყვა დახვრეტა ყველას ძალიან ცუდად მოხვდა, ეს გასაგებია. აქ არავინ არ ამბობს, რომ ის, რაც იაგო ხვიჩიას გადაცემაში ითქვა, ადვილი მოსასმენი, ადვილი აღსაქმელი და მისაღები იყო. მაგრამ ამას მოჰყვა მკაფიო განმარტება. ამ ინტერპრეტაციის პირობებშიც კი 318-ე მუხლი არ არსებობს. იმიტომ, რომ 318-ე მუხლისთვის უნდა იყოს მკაფიო მტკიცებულება დადასტურებული, რომ განზრახ მოქმედებს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ადამიანი,"- აცხადებს ბექა ბასილაია.

ბარამიძის დაკავება, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, ქართველი სამხედროები, აფხაზეთის კონფლიქტის დროს ტყვეთა დახვრეტაში დაადანაშაულა. პროკურატურაში ითქვა, რომ ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა.

 

დღის ამბები