კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპ იდეების კონკურსი “იდეადრომი” ტარდება. კონკურსის ფარგლებში, მონაწილე გუნდები ორგანიზაციულ მართვასა და კონფლიქტების მოგვარებაში გადამზადებიან.
შერჩეული 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი, მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან თემებს სწავლობენ. ინტენსიური გადამზადების შემდეგ კი გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები, რომელთა საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.