ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც შეუერთდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ადგილობრივი ხელოვანების 30-მდე ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
გამოფენა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერა.