02 ოქტომბერი 2026,   02:27
ვრცლად
სამწუხაროდ ევრობიუროკრატები განაგრძობენ ძალადობის წახალისებას საქართველოში - რატი იონათამიშვილი

"სამწუხაროდ, ევრობიუროკრატები განაგრძობენ ძალადობის წახალისებას საქართველოში" - ამ განცხადებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პოლონეთის მიერ მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალესას სახელობის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება.

რატი იონათამიშვილის თქმით, მზია ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემა ძალადობისა და სამართალდამცველებზე თავდასხმების წახალისების მორიგი უშედეგო მცდელობაა. 

"უბრალოდ, ერთი ფაქტი არის, რომ ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, ამის მცდელობა აქამდეც ბევრჯერ ჰქონდათ, ჩვენ გვახსოვს პრიზები გვარამიაზე, მელიაზე, ამ შემთხვევაშიც არაერთხელ იყო ესეთი განცხადება გავრცელებული, მაგრამ ფაქტი არის, რომ მიუხედავად იმის მცდელობისა, რომ ამის მიზანი სინამდვილეში არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის წახალისება საქართველოში მათი მხრიდან, ვერც ერთხელ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და პირიქით, კონტრპროდუქტიული არის და საკუთარი იმიჯი დაიზიანეს ბოლომდე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ფაქტი არის, გააგრძელონ მათ ასეთი პრიზების მიცემა, საბოლოო შედეგს რასაც გამოიღებს, ეს არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო გაუფასურდება მათი სახელი", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს პოლონეთმა ლეხ ვალესას სახელობის ჯილდო გადასცა. გადაწყვეტილება რადისლავ სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე, გამოაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული ამაღლობელი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, რის გამოც ის მხარდაჭერას საჭიროებს.

დღის ამბები