02 ოქტომბერი 2026,   16:39
ვრცლად
"14 წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლო და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხა სააკაშვილის სადისტური რეჟიმი" - დავით მათიკაშვილი

14 წელი გამარჯვებიდან - ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 55% მოიპოვა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა. ეს არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. "ქართული ოცნება" განვლილ 14 წელს აჯამებს, საუბრობს გამოწვევებსა და წარმატებებზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უცვლელ პოლიტიკას საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" და ქართველმა ხალხმა არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხეს, რის შემდეგაც, მისი შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა, განვითარება და 14 წლიანი მშვიდობა დაიწყო.

"14 წლის წინ, 1 ოქტომბერს, კარდინალური ცვლილებები განხორციელდა ჩვენს უახლეს ისტორიაში, მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლო და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხა სააკაშვილის სადისტური რეჟიმი.

ამით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" დამანგრეველი ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა, დაიწყო ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, რამაც ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს თანამოქალაქეებს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები