თბილისის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს. მათ კახი კალაძის განცხადებები შეაფასეს და ანტიდასავლური უწოდეს.
"ჩვენ ვიწყებთ კამპანიას კახა კალაძის წინააღმდეგ. ის არის ანტიდასავლური სახელისუფლებო შეტევის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, მთავარი სპიკერი და ის როგორც ქართული დემოკრატიის, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების ძირგამომთხრელი, აუცილებლად უნდა მოხვდეს სანქცირებულთა სიაში. ამიტომ, ჩვენ მივაწვდით მის განცხადებებს, მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მასალებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი.