მოდის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, "მეთ გალა 2023", ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში გაიმართა. როგორც ყოველთვის, წელსაც ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა კოსტიუმები ანა ვინტურის მიერ შერჩეული თემატიკის მიხედვით მოირგეს.
2023 წლის "მეთ გალა" ლეგენდარული დიზაინერის, კარლ ლაგერფილდის შემოქმედებას მიეძღვნა. ტრადიციულად, "მეთ გალა" მაისის პირველ ორშაბათს იმართება .