30 ივნისი 2026,   19:32
ვრცლად
რუსეთმა ამოწურა თავისი სამხედრო მარაგები და შეიარაღებული ძალები, დეკემბრის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, რუსეთმა 100 000 ადამიანი დაკარგა - კირბი

"დონბასში რუსეთის შეტევის მცდელობა ბახმუტიდან ჩავარდა. რუსეთმა ვერ შეძლო რამე რეალური სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება,"- ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ძალებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს ბახმუტში, თუმცა მათ ეს "საშინელ ფასად" დაუჯდათ, ხოლო უკრაინის თავდაცვა რეგიონში ძლიერი რჩება.

"რუსეთმა ამოწურა თავისი სამხედრო მარაგები და შეიარაღებული ძალები. დეკემბრის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, რუსეთმა 100 000 ადამიანი დაკარგა, მათ შორის, 20 000 მოკლულია ბრძოლაში. მათგან დაახლოებით ნახევარი "ვაგნერის" სამხედროები არიან. ეს ციფრები ნამდვილად გასაოცარია,"- განაცხადა კირბიმ.

დღის ამბები