02 ოქტომბერი 2026,   16:39
ვრცლად
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 ოჯახს, თბილისის მერიამ ფართები დიდ დიღომში გადასცა

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 ოჯახს თბილისის მერიამ ფართები დიდ დიღომში გადასცა.

მიმდინარე მშენებლობა დედაქალაქის მერმა, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან და მესაკუთრეებთან ერთად დაათვალიერა. როგორც კახა კალაძემ თქვა, ყველა დაზარალებულს ორ წელში დააკმაყოფილებენ.

"ჯერ კიდევ 2017 წელს, მათ დავპირდით, როდესაც ვატარებდით საარჩევნო კამპანია, რომ ჩვენ ვიქნებოდით ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებდა. თავიდან, რა თქმა უნდა იყო სკეპტიკური განწყობა, არავინ არ ელოდებოდა იმას, რომ გადაიდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები.

ყველა ხედავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დავაკმაყოფილეთ, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. დღეს გვქონდა შესაძლებლობა საცხოვრებელი ფართები გადაგვეცა 104 ოჯახისთვის. მინდა გულწრფელად მივულოცო მათ და შევუერთდე მათ სიხარულს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროგრამას, სანამ ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. 3500 ოჯახიდან 2500-მდე უკვე ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში,"-აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები