სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში კახეთის რეგიონსა და აჭარის სამ მუნიციპალიტეტში ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. წინასწარის სიების შედგენა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას მოიცავს.