სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს მათთან აქციაზე მისვლას. როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, მას პოლიტიკოსები უკავშირდებიან და მშობლების აქციაზე მისვლას სთხოვენ, თუმცა ის "ოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს".
"მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები არიან მათთან ხაზზე და დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა მათთან, კიდევ ერთხელ დაათვალიერა და ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ საკუთარი პროტესტის გამოხატვა.
მე არანაირი პრობლემა არ მაქვს უშაულოდ ამ ადამიანებთან შეხვედრის. თავიდანვე ჩემი ინიციატივით მოხდა მათთან დაკავშირება და კომუნიკაციაც. უბრალოდ მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას, თუმცა არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.