ნუცა ბუზალაძე "ამერიკული ვარსკვლავის" ტოპ 20-ეულშია. ქართველმა მომღერალმა მორიგი წარმატება ტონი ბრექსტონის სიმღერის შესრულებით დაიმსახურა. დარბაზი ფეხზე იდგა. ნუცამ ჟიურის სამივე წევრის აღფრთოვანება კიდევ ერთხელ დაიმსახურა.
მომღერალს საქართველოსა და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერა ისევ სჭირდება. მხარდამჭერებს ხმის მიცემა ამჯერადაც, 10 საათის განმავლობაში, თბილისის დროით დღის 2 საათამდე შეეძლებათ. ნუცა ბუზალაძე ერთადერთი ქართველი მომღერალია, რომელიც "ამერიკული ვარსკვლავის" სცენაზე დადგა.