30 ივნისი 2026,   06:05
ვრცლად
უკრაინაში რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქს ნაღმმტყორცნებითა და ქვემეხებით გაუხსნეს ცეცხლი - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე

მასშტაბური საჰაერო განგაში უკრაინაში. ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ყველა ოლქში დედაქალაქის ჩათვლით. კიევის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობა "კამიკაძე" დრონების შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

რუსულმა ძალებმა, ჩერნიგოვის ოლქს ნაღმმტყორცნებითა და ქვემეხებით გაუხსნეს ცეცხლი, დაიღუპა 1 და დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმას ემსხვერპლა 2 ადამიანის სიცოცხლე, არიან დაშავებულებიც.
მსხვერპლი მოყვა დაბომბვას ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელიც, გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი. ასევე, შეტევა განხორციელდა სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ვაგნერის დაქირავებულმა ჯგუფმა ბახმუტიდან იძულებით გადაასახლეს 4 ბავშვი.

დღის ამბები