01 ოქტომბერი 2026,   16:17
ვრცლად
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი თბილისის დროით 15:54 საათზე შესრულდა. ცეცხლის გადმოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები ელოდებოდნენ.

ტაძარში შეკრებილი მრევლისთვის, უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველო - კუვუკლიადან ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა. ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, გვიან ღამით ჩამოიტანენ.

დღის ამბები