დიდი პარასკევი დიდ მარხვის ყველაზე მძიმე დღეა, ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება. მსახურებისას უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
ვნების კვირა განსაკუთრებულია წმინდა მიწაზე, სადაც დღეს სხვადასხვა რიტუალი და მსვლელობები ტარდება, ვია დელოროსას დღეს უამრავი მორწმუნე გაივლის.
გოლგოთისკენ გზას ამ წუთებში გადიან ქართველი პილიგრიმებიც, რომლებიც იერუსალიმში იმყოფებიან.