01 ოქტომბერი 2026,   13:24
ვრცლად
ხმაური ისნის რაიონში - ერთმანეთს მოსახლეობა დაუპირისპირდა

ხმაური ისნის რაიონში. ონაშვილის 3 ნომერში ერთმანეთს მოსახლეობა დაუპირისპირდა. მიზეზი კორპუსში არსებული ავარიული მდგომარეობაა. მოსახლეობის უმრავლესობა , საცხოვრებელი სახლის საფრთხეების გამო, მერიის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას ითხოვს, თუმცა რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ივერი მელაშვილი შენობის სარემონტო სამუშაოების წინააღმდეგია.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათი უარის გამო, რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონს გამგეობის წარმომადგენლებიც . მუნიციპალიტეტში აცხადებენ რომ სახლს ავარიულობის მე-3 კატეგორია აქვს მინიჭებული. კორპუსში ცხოვრება იმდენად საშიშია რომ გამგეობამ მოსახლეობას სასტუმროში გაყვანაც შესთავაზა.

დღის ამბები