01 ოქტომბერი 2026,   12:05
ვრცლად
ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის შოთა მუსაევის გმირობის და სიმამაცის წყალობით Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ - საქართველოში ისრაელის საელჩო

ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის შოთა მუსაევის გმირობის და სიმამაცის წყალობით Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ - წერს საქართველოში ისრაელის საელჩო და მუსაევს მადლობას უხდის.

"ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა" - წერს საელჩო და აღნიშავს, რომ ქართული წარმოშობის ექიმი დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.

შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.

დღის ამბები