ქვემო ქართლში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ სოფელ წერაქვსა და საბირქენდში 6 ათასამდე ბენეფიციარს წყალი მუდმივად ექნება. მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას. სამუშაოებს მხარის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.