30 სექტემბერი 2026,   19:14
ვრცლად
ზეღდულეთის მოსახლეობა წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობის საკითხს აპროტესტებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში აქცია გაიმართა. ადგილობრივები წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობის საკითხს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს საბავშვო ბაღთან და რიტუალების დარბაზთან ძალიან ახლოს, რაც უსაფრთხოების ზომების დარღვევად მიაჩნიათ. ასევე შიშობენ, რომ ახალი ჭაბურღილი მათი პირადი ჭების დაშრობას გამოიწვევს და უწყლოდ დარჩებიან.

მოსახლეობას მერის წარმომადგენელი და ზეღდულეთის დეპუტატი საკრებულოში შეხვდნენ. ისინი განმარტავენ, რომ სამუშაოები რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს; არსებობს გეოლოგის დასკვნა და ყველა ნებართვა იმისთვის, რომ ჭაბურღილი სწორედ ამ ადგილზე დაიბურღოს.

დღის ამბები