30 სექტემბერი 2026,   14:44
ვრცლად
პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავა

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. როგორც მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, მათი საქმიანობა შპიონაჟსა და ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფში მონაწილეობას მოიცავდა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, პოლონური სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შედეგად სულ 12 ადამიანია დაკავებული.

ისინი ეჭვმიტანილები არიან რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში და კონკრეტული დავალებების შესრულებაში, ასევე სადაზვერვო საქმიანობაში.

ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯაშუშური ქსელის მიზანს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გზების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და პოლონეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტული აქტივობები წარმოადგენდა.

დღის ამბები