29 მაისი 2023,   12:00
ვრცლად
პირველი ქართველი მუსიკოსი რომელიც იმ დარბაზში იმღერებს, სადაც კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებმა გამართეს - სტეფანე ნიუ-იორკში დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადება

 

პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელიც იმ დარბაზში იმღერებს, სადაც კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებმა - მადონამ, სტინგმა, მიკ ჯაგერმა და U2-მ გამართეს. სტეფანე ნიუ-იორკში დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც "ვებსტერ ჰოლში" გაიმართება.

ქართველი მომღერალი ათას 400 მსმენელის წინაშე ყველასათვის ნაცნობი და პოპულარული სიმღერებით წარდგება. სტეფანეს კონცერტი ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაა დაგეგმილი, თუმცა ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. სტეფანეს ამერიკულ საღამოს ყველაზე მეტად ქართველი ემიგრანტები ელოდებიან.

კონცერტის ორგანიზებისთვის პროექტის ხელმძღვანელმა სალომე ლილუაშვილმა იმუშავა.

მანჰეტენზე, ღონისძიების პირველი ნაწილი ქართველ სტარტაპერებს დაეთმობა. 26 მაისს, - სტეფანეს კონცერტის დაწყებამდე, ”გლობალაიზი” სხვადასხვა ბიზნეს შეხვედრებს და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის არაერთ აქტივობას გეგმავს.

 

დღის ამბები