



იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სოფელ ბორითში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი.
საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.