იორდანია აპირებს, ისრაელელ და პალესტინელ მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრას უმასპინძლოს.
ოფიციალური ამანის განცხადებით, ინიციატივა დასავლეთ სანაპიროზე ძალადობრივი ფაქტების გაზრდილი სტატისტიკის შეჩერებას ემსახურება.
ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობს ფართო ესკალაციის საფრთხე. შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი და მას შეერთებული შტატებისა და ეგვიპტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან