30 ივნისი 2026,   10:33
ვრცლად
ძირითადი საკითხი არის ხელოვნური ინტელექტი, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა სესიაში - ირაკლი მეზურნიშვილი პაბსეკის გენერალურ ასამბლეაზე

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, დღეს პლენარული სხდომა გაიმართება. ძირითადი თემა - ხელოვნური ინტელექტია. ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზე დადგება ვიცე-პრეზიდენტების არჩევის საკითხიც. 

გუშინ გამართულ 67-ე გენერალური ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელა. შეგახსენებთ, პაბსეკის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება.

"გენერალური ასამბლეა იმართება ამჯერად კასპის რაიონ მეფის ქალაქში, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა და ასევე ძალიან სასიხარულო. 10 ქვეყანა მონაწილეობს, 100-ზე მეტი დელეგატია ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში. ძირითადი საკითხი არის ხელოვნური ინტელექტი, მთელი წლის განმავლობაში ამ საკითხზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა სესიებში. ჩვენ გვექნება განხილვები. ასევე, დღეს დადგება საკითხი ვიცე-პრეზიდენტების არჩევის, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის როლში ვარ მე წარდგენილი და იმედი მაქვს, რომ ქვეყნები დამიჭერენ მხარს", - აცხადებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.

 

დღის ამბები