02 ოქტომბერი 2026,   12:38
ვრცლად
უსაფრთხოების ზამთრის სკოლაში, არაუსაფრთხო გარემოში საფრთხის შეფასებას და თავის დაცვის მიმართულებით ლექციების მიმდინარეობს

უსაფრთხოების ზამთრის სკოლა გრძელდება. სხვადასხვა თემაზე სალექციო კურსის გარდა, სკოლის მონაწილეები არაუსაფრთხო გარემოში საფრთხის შეფასებას და თავის დაცვას სწავლობენ.იღებენ პრაქტიკულ ცოდნას უცხო გარემოში ადვილად ადაპტაციის შესახებ. 

სტუდენტები სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორების დახმარებით ფიზიკურ მომზადებას გადიან, რაც მოიცავს როგორც გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, ისე კრივისა და სწორი სუნთქვის  გაკვეთილებს.

უსაფრთხოების ზამთრის სკოლა მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ორი კვირის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ქართველი და ბრიტანელი ექსპერტებისგან საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეებისა თუ შესაბამისი გამოწვევების შესახებ.

დღის ამბები