ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუასთვის ექსპერტიზების ჩატარების შესახებ, მათ შორის ფსიქიატრიული ექსპერტიზის. ბრალდება აცხადებს, რომ აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობაა დანაშაულის დროს.
ამასთან, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მოწმეების დაიკითხნენ. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. გარდა ამისა, ბრალდებული ესებუა მოითხოვს მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.