27 ნოემბერი 2026,   09:10
ვრცლად
"სიყვარული ყველას უნდა" რომაა, ღობეს და ყორეს შლიან, საქმე რომ არ აქვთ და თავიდან აწყობენ - ალეკო ელისაშვილი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს უცხოური აგენტების რეგისტრაცია- ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს არასაჭირო და უსარგებლოს უწოდებს.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს იმასაც, რომ "ხალხის ძალა" არარსებულ პრობლემას ქმნის.

"არარსებულ და სრულიად არასაჭირო პრობლემას, რომ იგონებ და შემდეგ ამაზე ძალისხმევას ხარჯავს- მაგალითად რაღაც რეესტრი მოვიგონოთ და გამოვაჭენოთ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მოკლედ საერთოდ არასაჭირო, რამ არის. ეს არის ზუსტად "სიყვარული ყველას უნდა" რომაა, ღობეს შლიან და საქმე, რომ არ აქვთ- ღობეს და ყორეს შლიან და თავიდან აწყობენ. კარგი იქნება თუ რეალური პრობლემების მოგვარებაზე ფიქრით დავკავდებით პარლამენტში,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი აცხადებს, რომ აღნიშული კანონპროექტი არის რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის ანალოგი, რომელმაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გაანადგურა.

"ცხადია ამ კანონპროექტის მიღება არ არის საჭირო, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი კანონპროექტი. ფაქტობრივად ამერიკულ კანონმდებლობაში გამოყენებული სიტყვების დაფარვით არის, ჩვეულებრივად რუსეთში მიღებული კანონის ასლი. რუსეთშიც იმავეს ამბობდნენ, როდესაც იღებდნენ კანონებს, რომლის შედეგად ფაქტობრივად მთელი არასამთავრობო სექტორი გაანადგურეს,"-აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"ხალხის ძალა" კი აცხადებს, რომ კანონპროექტი არის დასავლურ მოდელზე მორგებული და იგი ამერიკის კანონმდებლობისგან განსხვავებით, ჯარიმა არის მხოლოდ, ადმინისტრაციული წესით იმ სუბიექტებისთვის, ვინც რეესტრში არ დარეგისტრირდება.

დღის ამბები