მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა შემცირდა. ამ სიაში შედის დარგები, სადაც ნორმირებული სამუშაო დრო კვირაში 48 საათით არის განსაზღვრული, რადგან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესი იყოს უწყვეტი. ყველა სხვა დარგისთვის კი, სამუშაო დრო 40 საათია.
აქამდე არსებული ნუსხა 48 საათიან სამუშაო გრაფიკს ითვალისწინებდა ისეთი დარგებისთვის, რომელთათვისაც წარმოების უწყვეტობა არ არის აუცილებელი პირობა მაგ: ტყავის წარმოება, მომსახურების სექტორი, ტრანსპორტი, ტექსტილის წარმოება და ა.შ. ცვლილება დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა და 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. აღსრულება და მონიტორინგი კი შრომის ინსპექციის სამსახურს დაევალა.