უკრაინაში, ომის 311-ე დღეს საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთის სამხედრო ძალებმა 139-ჯერ მიიტანეს იერიში სუმის ოლქზე. უცნობია დაშავებულების, ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია.
3 ადამიანი ემსხვერპლა დონეცკში ავიაიერიშებს. დაშავდა ამდენივე ადამიანი.დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონიც. არიან დაშავებულები.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ევროპაში ყველაზე ძლიერი იქნება. მისი თქმით, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის.
"ახალი წლის შემდეგ უკრაინული საჰაერო თავდაცვა უფრო მეტად ძლიერი და ეფექტური გახდება. უკრაინულ საჰაერო თავდაცვას შეუძლია მთელს ევროპაში ყველაზე ძლიერი გახდეს. ეს იქნება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად კონტინენტის უსაფრთხოების გარანტია.
ჩვენ გვაქვს ნათელი სტრატეგია ელექტროენერგიის მომარაგებისა და მიწოდების უზრუნველყოფისათვის, ამისათვის დრო დაგვჭირდება და ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მომავალი წლისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის სასტიკი ომია, რომელიც, ამჟამად, დონეცკის, ლუჰანსკის და დობანსის რეგიონებში მიმდინარეობს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და არის ადგილები, სადაც ნელნელა წინ მივიწევთ," - ამბობს ზელენსკი.