30 ივნისი 2026,   19:36
ვრცლად
17 დაღუპული, 100-ზე მეტი დაშავებული და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - იაპონიაში დიდთოვლობაა

იაპონიაში დიდთოვლობაა. უამინდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 110-მდე პირი. ათასამდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, იამაგატას პრეფექტურაში თოვლის სიმაღლე 170 სანტიმეტრს აღწევს.

ადამიანების დაღუპვის ძირითად მიზეზად, სახურავებიდან თოვლის წმენდის სამუშაოებია დასახელებული.

 

დღის ამბები