30 ივნისი 2026,   17:11
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა

მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სომხეთის მოსახლეობის ბლოკადაში მოქცევით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

ლაჩინის დერეფანში მოძრაობა 12 დეკემბრის შემდეგ ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა სამთო მოპოვების პროცესი გააპროტესტეს.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის საბადოებში უკანონო სამუშაოები მიმდინარეობს და რომ მინერალები სომხეთში ლაჩინის დერეფნით გააქვთ.

დღის ამბები