"ფიშერმა ამოწურა თავისი მისია საქართველოში. სერიოზულად უნდა ითქვას, რომ მან ვერ შეძლო, ვერ გაართვა თავი დიპლომატიურ სამსახურს," - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა ფიშერს გერმანულად გამოემშვიდობა და თქვა, რომ მეტს ვერაფერს იტყვის.
"ფიშერმა ამოწურა თავისი მისია საქართველოში. სერიოზულად უნდა ითქვას, რომ მან ვერ შეძლო, ვერ გაართვა თავი დიპლომატიურ სამსახურს. მას შეეძლო, რომ გერმანია -საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, თუმცა ის აღმოჩნდა იმ წითელი ხაზების მიღმა, სადაც არ გადადიან დიპლომატები. იმდენად აღმაშფოთებელი აღმმოჩნდა, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მისი მთავრობისთვისაც. იცით თქვენ, რომ დაბარებული ჰყავდა თავიანთ მთავრობას და არაერთი შენიშვნა მისცეს ის, რომ არც გააგრძელებინეს კარიერა. ვწუხვართ. რა უნდა ვთქვათ? არაფერი. Liebe Peter, Auf Wiedersehen! მეტი რა უნდა ვთქვათ? კარგად იყოს", - განაცხადა ზარქუამ.