01 ივლისი 2026,   16:17
ვრცლად
რა გზით ჩავიდა ვოლოდიმერ ზელენსკი ვაშინგტონში და რომელ ქვეყანაში აიყვანა პრეზიდენტი აშშ-ს საჰაერო ძალების თვითმფრინავმა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინიდან აშშ-ს დედაქალაქში გადაყვანის მიზნით, უსაფრთხოების საგანგებო ზომები იქნა მიღებული- წერს BBC.

როდესაც ზელენსკი ბახმუტის ფრონტის ხაზზე გაემგზავრა, სწორედ ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ფარულად ჩაჯდა პოლონეთის ღამის მატარებელში. ასე დაიწყო მისი გრძელი მოგზაურობა ვაშინგტონისკენ. პოლონეთში პრეზიდენტი მაშინვე აიყვანა აშშ-ს საჰაერო ძალების თვითმფრინავმა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავისა და F-15 გამანადგურებელი თვითმფრინავის თანხლებით იყო.

მედია იუწყება იმასაც, რომ ზელენსკი მატარებლით ფარულად გაემგზავრა უკრაინის გავლით პოლონეთში, სადაც ის დააფიქსირეს სარკინიგზო სადგურზე სასაზღვრო ქალაქ პრჟემისლში.

დღის ამბები