01 ივლისი 2026,   16:18
ვრცლად
ომიდან 301-ე დღის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა პირველად დატოვა- უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ი პოლონეთის გავლით გაემგზავრა 

ომის დაწყებიდან უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანა პირველად დატოვა. ზელენსკი პოლონეთში მატარებლით ჩავიდა, იქიდან კი აშშ-ში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე სიტყვით მიმართავს შეერთებული შტატების კონგრესს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გამოაცხადებს ჯო ბაიდენი უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით მილიარდ 800 მილიონის ღირებულების დახმარებას. შეერთებული შტატები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პეტრიოტს" გადასცემს. ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ზელენსკის პირველი ვიზიტია.

დღის ამბები