პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გაიმართა. სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული მუხლით ორი პირი დააკავეს, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები საქალაქო სასამართლოში ახლა მათი სხდომების დანიშვნას ელოდებიან.
დაკავებულთა ადვოკატი ლევან ხაბეიშვილი იქნება. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს, მათ სამინისტროს მიერ კადრების გავრცელების გამო რატი ბრეგაძის პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.