09 ოქტომბერი 2026,   15:13
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტს 2025 წელს მიღებული აქვს რეზოლუცია, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ჰყავს გამოცხადებული ლეგიტიმურ მეთაურად. ევროპარლამენტი ამით არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ამიტომ უნდა გვესმოდეს უფსკრული, სადაც ევროპარლამენტია

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის 2025 წლის რეზოლუციები, რომლებითაც ქვეყნის ლეგიტიმურ ხელმძღვანელობად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია მიჩნეული, საქართველოს მოსახლეობის სუვერენიტეტის სრულ უგულებელყოფას წარმოადგენს.

"ევროპარლამენტს 2025 წელს აქვს მიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი ჰყავს გამოცხადებული ლეგიტიმურ მეთაურად სახელმწიფოსი და არც პარლამენტს აღიარებს, არც მთავრობას, არაფერს.

ევროპარლამენტი ამით არ აღიარებს ქართული ხალხის სუვერენიტეტს. ამიტომ, ჩვენ რომ გვესმოდეს ეს უფსკრული და დეგრადაცია, სადაც ევროპარლამენტი არის, როდესაც ის არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე.

რუსეთი არ აღიარებს ამას 20%-ზე, ხოლო ევროპარლამენტი არ აღიარებს ამას 100%-ზე. ამით ევროპარლამენტმა საკუთარი თავი გაუთანაბრა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას.

ამიტომ ჩვენ ნებისმიერი შეფასებისას, პირველი, რაც უნდა გავიხსენოთ, ეს არის ხალხი, რომელიც 2 მილიონ ქართველს მიიჩნევს არაფრად, ნულად საერთოდ და მათ არჩევანი მათთვის არჩევანი არ არის.

აქვთ ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული საბჭოთა მენტალიტეტი და კიდევ ერთხელ და უარესიც კი არის, ვიდრე სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც 89 წელს ჩატარდა. იქ რაღაცა სხვა აზრები მაინც ისმოდა და დებატი მაინც შედგა. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საბჭოთა მენტალიტეტის გარბაჩოვის თანამოაზრეებს, რომლებმაც დღეს იხელთეს დრო და ქართველ ხალხზე შურს იძიებენ, იმიტომ, რომ აქვთ პირადი ზიზღი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები