26 ნოემბერი 2026,   17:18
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, ის ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, ბრიუსელმა ამ რეზოლუციით დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი. 

"დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია. და ამას აღარაფერი ეშველება", - წერს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები