უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსულმა ჯარებმა 16-ზე მეტჯერ დაბომბეს ჰერსონის ოლქის დასახლებები - გარდაცვლილია 2, დაშავებულია 9 ადამიანი. ოკუპანტები თავდასხმებს ახორციელებენ ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, იბომბება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების თავდასხმებს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, დაშავებულია 5 ადამიანი. ადგილზე ამ დრომდე ისმის საჰაერო განგაშის ხმა.
რუსმა სამხედროებმა 58-ჯერ დაარტყეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ლუჰანსკისა და სევეროდონეცკის ოლქებიდან 40 ბავშვი გაიტაცეს.