30 იანვარი 2023,   03:03
ვრცლად
"ველოდებით როდის მოხდება მათი გამოყვანა, რომ ჩავერთოთ პროცესში... რამდენადაც ვიცით, გამოყვანა ვერ ხერხდება" - საქართველოს ელჩი უკრაინაში დაღუპულ სამხედროებზე

უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გამოყვანა ბახმუტიდან ისევ ვერ ხერხდება. საქართველოს ელჩი ამბობს, რომ ტერიტორიიდან ცხედრების გამოყვანის შემდეგ საელჩო მზადაა დაიწყოს მათი სამშობლოში გადმოსვენების პროცდურები.

"ადგილზე რა ხდება, ჩვენ ვერ გეტყვით. გამოყვანის საკითხზე მუშაობენ მათი თანამებრძოლები და ის ხალხი, ვისაც ევალება და ვინც კომპეტენტურია. ჩვენ ველოდებით, როდის მოხდება მათი გამოყვანა, რომ ჩავერთოთ იმაში, რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი. ამ წუთში, რამდენადაც ჩვენ ვიცით, გამოყვანა ვერ ხერხდება. ვერ ვახორციელებთ ფინანსურ, დოკუმენტურ და საორგანიზაციო მხარდაჭერას," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 ქართველის - რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილის, ბადრი მარკელიას, ავთო რურუასა და როლანდ კვარაცხელიას სიცოცხლე, ბახმუტთან პოზიციების გამაგრებისას სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. მიმდინარე ომის განმავლობაში უკვე 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

დღის ამბები