08 თებერვალი 2023,   08:42
ვრცლად
თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო სხდომაზე დასწრებას, მაშინ დისტანციურად ჩაერთვება - ექსპრეზიდენტის ადვოკატი

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატი შეხვდა. ინტერესების დამცველები სასამართლოს სთხოვენ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საქმის განხილვა დაჩქარებულ ვადებში მოხდეს.

"ჩვენ სამედიცინო პერსონალს ვთხოვეთ შეემოწმებინათ მისი ამჟამინდელი ტემპერატურა, წნევა და წონა. მას აქვს მაღალი ტემპერატურა, ასევე მიეცა პრეპარატი წნევის დამწევი. ვერ დგება და გადაადგილება არ შეუძლია. რაც შეეხება სასამართლოს ფორმასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ თუ ვერ შეძლებს სხდომაზე დასწრებას, მაშინ დისტანციურად ჩაერთვება," - აცხადებს ადვოკატი ილია ლომია.

ყოფილი პრეზიდენტი დღეს დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

"ვივამედში" სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმიც მივიდა. მათ ექსპრეზიდენტი გუშინ მოინახულეს და თქვეს, რომ სააკაშვილს კახექსია, აზროვნების კარგვა და წონაში სწრაფი კლება აღენიშნება.​

დღის ამბები