უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარანტიები უნდა მისცეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონის თქმით, დასავლეთმა უნდა მოიფიქროს, თუ როგორ დაკმაყოფილდეს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება, თუ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულებაზე. მისივე თქმით, ევროპამ უნდა მოამზადოს თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა.
"ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ – როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა – არის შიში იმისა, რომ ნატო მის კარს მიაღწევს და ასევე, იარაღის განლაგების საკითხი, რომელიც, შეიძლება, დაემუქროს რუსეთს. ეს თემა იქნება მშვიდობის თემების ნაწილი. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რისი გაკეთებისთვისაც მზად ვართ, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება," - განაცხადა მაკრონმა.