01 ივლისი 2026,   16:04
ვრცლად
ირანში ცნობილი მსახიობი ქალი დააპატიმრეს

ირანში პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი დააპატიმრეს, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება. მეჰდი კოჰიანმა, რომლის ჯგუფი მსახიობების დაპატიმრების შემთხვევებს უწევს მეთვალყურეობას, ჰაჯარის დაპატიმრება დაადასტურა.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რატომ დააკავეს მსახიობი ქალი, რომელიც, ამავე დროს,  გარემოს დამცველი აქტივისტია.

გასულ თვეში ჰაჯარი ერთ-ერთი იყო იმ მსახიობთაგან, რომლებიც პროკურატურაში დაიბარეს და დაკითხეს ინტერნეტში „პროვოკაციული“ შინაარსის კომენტარების გამოქვეყნებისთვის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

ირანში უკვე ორ თვეზე მეტია საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომლებსაც ბიძგი მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მისცა. ირანის კლერიკალური მმართველების წინააღმდეგ მიმართული ეს აქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

დღის ამბები