07 თებერვალი 2023,   15:04
ვრცლად
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებს და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს- ამანათებში ცხოველების თვალები იყო

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებს და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, ამანათებში ცხოველების თვალები იყო,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე ამანათები მიიღეს საკონსულოებმა ნეაპოლში , კრაკოვსა და ბრნოში

"არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის საელჩოების და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები ამაოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

უკრაინის ყველა საელჩოსა და საკონსულოში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს .

დღის ამბები