03 ივლისი 2026,   02:03
ვრცლად
ირანის საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ, თუ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე არასათანადოდ მოიქცევიან

ირანის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ, თუ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე არასათანადოდ მოიქცევიან, - ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ ირანელმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ინგლისის წინააღმდეგ მატჩის წინ, ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ოჯახებს ძალადობა და წამება ემუქრებათ, თუ ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროტესტს შეუერთდებიან.

ირანელმა ფეხბურთელებმა პარასკევს, უელსის წინააღმდეგ თამაშის დროს ჰიმნი შეასრულეს. დღეს კი მატჩი აშშ და ირანს შორის არის დაგეგმილი.

დღის ამბები