03 ოქტომბერი 2026,   20:32
ვრცლად
ავარია კახეთში მსხვერპლით დასრულდა - კაცი ადგილზე გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში - გარდაიცვალა კაცი. შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი დაშავდა.

ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები